2018 წლის 9 ოქტომბრიდან სკოლაში მუშაობა დაიწყო მათემატიკის წრემ „მოგზაურობა მათემატიკის სამყაროში.“ წრეში გაერთიანებული არიან III კლასის მოსწავლეები.
წრის სამუშაო პროგრამა / განრიგი
წრის სახელწოდება: „მოგზაურობა მათემატიკის სამყაროში“
მასწავლებელი: მზია გახუტელაშვილი
სკოლა: კუჭატნის საჯარო
კლასი: III
თემა: საწრეო მუშაობა, როგორც საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მოტივაციისა და კვლევითი მუშაობის ამაღლების ხელშეწყობა.
წრის მუშაობის მიზანი:
დაწყებითი კლასების სპეციფიკიდან გამომდინარე აუცილებელია დამატებითი აქტივობების შემოტანა. მათემატიკაში საწრეო მუშაობა ხელს შეუწყობს საგნის კომპეტენციას და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას. მათემატიკის საწრეო მუშაობა იმიტომ გვინდა, რომ მესამე კლასის დასრულების შემდეგ, მოსწავლეები მყარი ცოდნითა და შესაბამისი უნარ-ჩვევებით შეუდგნენ სწავლას მომდევნო კლასში. საწრეო მუშაობა იქნება სამი წლის მანძილზე გაწეული შრომის ერთგვარი შეჯამება.
საწრეო მუშაობის ამოცანები:
1. საგაკვეთილო პროცესზე მიღებული ცოდნის განმტკიცება და უნარ-ჩვევების უკეთ ჩამოყალიბება.
.
2. მე-3 კლასის საპროგრამო მასალის საფუძვლიანად ათვისება.
3. სწორი, ლოგიკური და სიტუაციური აზროვნების განვითარება.
4. სოციალური უნარების განვითარება.
5. შემოქმედებითი უნარების განვითარება.
საწრეო მუშაობის შედეგები:
ვიმედოვნებ,რომ ამ აქტივობის გეგმაზომიერად და შემოქმედებითად განხორციელების შემდეგ მოსწავლეები:
1. დაინტერესდებიან მათემატიკით
2. დამოუკიდებლად შეასრულებენ სამუშაოს მათი ინტერესების,შესაძლებლობისა და
უნარების შესაბამისად.
3. მიეჩვევიან სწორ, ლოგიკურ და სიტუაციურ აზროვნებას.
4. შეძლებენ თავისუფლად და კრიტიკულად აზროვნებას.
Комментариев нет:
Отправить комментарий