26.12.18




25 დეკემბერი


 ვიმუშავეთ სხვადასხვა ლოგიკურ ამოცანებსა და სავარჯიშოებზე. გამოვიყენეთ ამოხსნის სხვადასხვა უკვე ნაცნობი ხერხი, კერძოდ, მოსწავლეებმა ზოგიერთი ამოცანის ამოხსნისას შემოიტანეს ცვლადი და ამოხსნეს განტოლებით, რითაც მნიშვნელოვნად გაიღრმავეს ცოდნა.
გავიმეორეთ განვლილი მასალა, ვიმუშავეთ სხვადასვა სახის სავარჯიშოებზე და ამოცანებზე.
 
ამის შემდეგ დავემშვიდობეთ ერთმანეთს  ბვშვებმა გამოთქვეს სურვილი მეორე სემესტრშიც   გააგრძელონ წრეში მეცადინეობა.







18.12.18



18 დეკემბერი


გავიხსენეთ, მასის ერთეულები, განვიხილეთ შესაბამისი მაგალითები. მოსწავლეები ადგენდნენ ურთიერთკავშირს მასის ერთეულებს შორის, მუშაობის პროცესში მოსწავლეთა ინტერესი გაიზარდა.





12.12.18


11დეკემბერი


ვიმუშავეთ შეკრებისა და გამოკლების უცნობი კომპონენტის პოვნაზე.ამოვხსენით ამოცანები. მოსწავლეებმა გაიგეს რითაც მიზანს მივაღწიეთ.





4.12.18




4  დეკემბერი

ვიმუშავეთ რივხვითი გამოსახულების მაგალითებზე, მოსწავლეები პოულობდნენ რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობას, რამაც გაახალისა და გაიზარდა მათი ინტერესთა სფერო.






27.11.18



27. ნოემბერი


ვიმუშავეთ ამოცანების ამოხსნის სხვადასხვა ხერხებზე, გავამახვილეთ ყურადღება  სინჯვის ხერხით ამოცანების ამოხსნაზე. მოსწავლეები დაინტერესდნენ, რითაც გაიზარდა მოსწავლეთა ინტერესთა სფერო.




20.11.18



20.11

ვიმუშავეთ სააზროვნო ამოცანების ამოხსნაზე, გამოვიყენეთ ამოხსნის სხვადასხვა ხერხი. ტოლი შესაკრებები წარმოადგინეს გამრავლების სახით, რითაც მნიშვნელოვნად გაიღრმავეს ცოდნა.




13.11.18



13.11
ვითვლიდით მრავალკუთხედის პერიმეტრს, შევასრულეთ შესაბამისი სავარჯიშოები.
მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი, რითაც ამაღლდა მათი ცოდნის დონე. 






6.11.18



06.11
ვიმუშავეთ სხვადასხვა ლოგიკურ ამოცანებსა და სავარჯიშოებზე, გამოვიყენეთ ამოხსნის სხვადასხვა ხერხი, რითაც მნიშვნელოვნად გაიღრმავეს ცოდნა.




31.10.18

30.10
მოსწავლეებმა იმუშავეს სააზროვნო ამოცანების ამოხსნაზე. ამოცანების შერჩევის დროს გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა ინტერესთა სფრო და მათი შესაძლბლობები. მოსწავლეები დაინტერესდნენ ამოცანების ამოხსნის პროცესით. ამაღლდა მოსწავლეთა ინტერესი.






23.10.18

23 ოქტომბერი, 2018 წელი

23.10.2018წ.
მათემატიკის წრის მუშაობა ხალისიანი გამოდგა, ვიმუშავეთ რიცხვების შეკრება, გამოკლებაზე . გამოვიყენეთ ნაცნობი სქემები,რითაც მოსწაავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა.



16.10.18

მეორე სხდომა -16 ოქტომბერი 2018 წელი

ჩატარდა მათემატიკის წრის მეცადინეობა  III  კლასში მოსწავლეებმა იმუშავეს რიცხვების ჩაწერასა და შედარებაზე. ვიმუშავეთ სააზროვნო ამოცანებზე. ხალისიანი და საინტერესო მეცადინეობა შედგა.


9.10.18

პირველი სხდომა - 9 ოქტომბერი

მათემატიკის წრეზე  გაერთიანებულ  III კლასის მოსწავლეებს და მათ მშობლებს გავაცანი წრის სამუშაო გეგმა, განრიგი და მიზანი.კმაყოფილები დარჩნენ, რადგან მათ მოთხოვნას აკმაყოფილებს.